დრო რომ ყველაფერს კურნავდეს, გულს ამთელებდეს, არჩენდეს, დარდს გვავიწყებდეს, ტკივილს კი, გვიქარვებდეს და გვართმევდეს, წარსულის ლაქებს აქრობდეს, იმედს ჩვენს სულში აჩენდეს, ტკივილს ხალისით გვიცვლიდეს და სიხარულით გვავსებდეს, არავის რომ არ ვკარგავდეთ და ამით გულს რომ არ გვტკენდეს, თუნდ იმედგაცრუებისთვის, საბაბს, უჩუმრად, გვართმევდეს, დრო რომ ტკივილებს კურნავდეს, არ ვაწვალებდი ამ ცრემლებს, რადგანაც მინდა სიყვარულს, ნდობის სიმშვიდე აკმევდეს, დავიჯერებდი, იმ სიტყვებს, სულსა და გულს რომ ახელებს და შევწვდებოდი იმ ზეცას, დილა ღამეს რომ ათენებს, განთიადის მზე, მინდა რომ, ჩემს სულს სხივებში ახვევდეს და გულის კართან ვინც მელის, ნამდვილ სიყვარულს აფრქვევდეს, ნეტავ შეეძლოს, ამ ჩემს გულს, ლექსებს ტკივილით არ წერდეს და ამის ასრულებისთვის, დრო სასწაულებს ახდენდეს... 15.03.16. ქეთი ალასანია.

внятный перевод не нашла и язык не знаю, но пусть будут